თეგი: ბაქო-თბილისი -ჯეიჰანი
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 2022 წელს, ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირება 46,7%-ით გაიზარდა
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით კასპიის რეგიონში მესამე მხარის ნავთობის ტრანსპორტირება გაგრძელდება. „BTC-ით გაგრძელდება ნავთობის აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) ბლოკიდან ტრანზიტი, ხოლო კონდენსატის გადაზიდვა შაჰ-დენიზის საბადოდან “, - აცხადებენ bp-ში. აღსანიშნავია, რომ დეკემბრიდან LUKOIL-მა დასავლეთის სანქციების გამო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი შეაჩერა და ნედლეულს კასპიის მილსადენის კონსორციუმის სისტემაში გადაიტანს. 2002 წლის პირველ აგვისტოს დაარსებული BTC Co-ს აქციონერები არიან: bp (30,1 პროცენტი), AzBTC (25 პროცენტი), MOL (8,9 პროცენტი), Equinor (8,71 პროცენტი), TPAO (6 ,53 პროცენტი). პროცენტი), Eni (5 პროცენტი), Total (5 პროცენტი), იტოჩუ (3,4 პროცენტი), Inpex (2,5 პროცენტი), ExxonMobil (2,5 პროცენტი) და ONGC (2,36 პროცენტი). აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირებამ 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 4,131 მლნ ტონა შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი, 2,815 მლნ ტონა იყო. ამგვარად, ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირება წლის განმავლობაში, BTC-ით 46,7 პროცენტით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში 24,428 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა BTC-ით, რაც აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით ამოტუმბული ნავთობის 78,8 პროცენტს შეადგენს.