თეგი: ბაქო-თბლისი-ყარსი
ილჰამ ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტში დამატებით $100 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება და მისი გამტარუნარიანობა არსებული მილიონი ტონიდან ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ თურქმენბაშში, თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრისას განაცხადა. „რკინის აბრეშუმის გზა“ იგივე „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთზე, ხოლო 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, და საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ: რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე