თეგი: ბელგრადი
ბელგრადში, უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააპროტესტეს
ბელგრადის ცენტრში ასობით ადამიანი შეიკრიბა შაბათს, რომელთაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააპროტესტეს. მათ ქალაქის ცენტრიდან რუსეთის საელჩომდე მსვლელობა მოაწყვეს პლაკატებით „პუტინი, ხელები უკრაინას", „ომი სიკვდილია და სიღარიბეა". ბელგრადი რჩება ერთადერთ ევროპულ დედაქალაქად, სადაც იმართება არა მხოლოდ ომის საწინააღმდეგო აქციები უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ ათასობით მსვლელობა პუტინისა და რუსეთის მხარდასაჭერად. სერბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ესწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას, რომელმაც ერთხმად თქვა უარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, თუმცა ის შეუერთდა გაეროს უმრავლესობის ქვეყნებს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაგმო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგრადის სკოლაში მომხდარი სროლის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგრადის სკოლაში მომხდარი სროლის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს. ამის შესახებ განცხადება სამინისტრომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა. სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა „ბელგრადიდან გამანადგურებელი ამბავი მოვიდა სკოლაში მომხდარი სროლის შესახებ. ყველაზე გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ამ საშინელი შემთხვევის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, დილით სერბეთის დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაში 14 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. მოკლულია რვა ბავშვი და დაცვის ერთი თანამშრომელი. ასევე დაშავდა ექვსი მოსწავლე და მასწავლებელი.