თეგი: ბელორუსები
ესტონეთის ხელისუფლებამ, ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსებსა და ბელორუსებს, იარაღის ფლობის ნებართვა გაუუქმა
ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლაური ლაენემეცის თქმით, მთავრობამ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, იარაღის ფლობაზე ნებერთვას, ესტონეთში მყოფ 1300-ზე მეტ უცხოელს, მათ შორის რუსებსა და ბელორუსებს გაუუქმებს. გადაწყვეტილება შეეხება 683 უცხო ქვეყნის მოქალაქესა და 595 „ნაცრისფერი პასპორტის“ მფლობელს, შესაბამისი გადაწყვეტილება პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. იარაღის ჩასაბარაებლად მათ ერთი წელი ექნებათ და თუ ამას საკუთარი ინიციატივით არ გააკეთებენ, ამ საკითხზე პოლიცია იზრუნებს. გადაწყვეტილება ეხება იურიდიულ პირებსაც - იარაღის ფლობა აეკრძალებათ ფირმებს, რომელთა საბჭოშიც შედიან პირები, რომლებსაც იარაღის ფლობა ეკრძალებათ. რუხი პასპორტები აქვთ ესტონეთის მოქალაქეობუს არ მქონე პირებს, მაგრამ ესტონეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამ ადამიანების სტატუსს არეგულირებს ესტონეთის რესპუბლიკის 1993 წლის კანონი „უცხოელთა შესახებ“. ეს ადამიანები, სსრკ-ს ყოფილი მოქალაქეები არიან, რომლებიც ცხოვრობდნენ ესტონეთის ტერიტორიაზე და ქვეყნის მოქალაქეობა სსრკ-ს დაშლის შემდეგაც არ მიიღეს.