თეგი: ბენედიქტ XVI

რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI ვატიკანის რეზიდენციაში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბენედიქტ XVI ტიტული ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა. ის კათოლიკურ ეკლესიას რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. გრიგოლ XII-ის შემდეგ 2013 წელს ის პირველი პაპი გახდა, რომელიც  გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პაპი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავად იყო, წმინდა საყდარმა განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა ასაკის გამო დამძიმდა. ბენედიქტე რომი პაპი 2005 წელს, 78 წლის ასაკში გახდა.