თეგი: ბიბლიოთეკა
ყაზახეთის პრეზიდენტი: ოდესღაც მეჩეთების აშენების ტენდენცია გვქონდა, მაგრამ მჯერა, რომ ბიბლიოთეკები უნდა ავაშენოთ
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ახალგაზრდებში კითხვის წახალისების მიზნით, ქვეყანაში მეჩეთების ნაცვლად ბიბლიოთეკების აშენების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ მან მოსკოვში, ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაზე მოსწავლეებთან და სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. „ოდესღაც მეჩეთების აშენების ტენდენცია გვქონდა, მაგრამ მე მჯერა, რომ ბიბლიოთეკები უნდა ავაშენოთ,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. თოყაევმა განაცხადა, რომ „კითხვის ერის“ ინიციატივის ფარგლებში მალე ასტანასა და ალმათიში 24-საათიანი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკები გაიხსნება. ის მიიჩნევს, რომ კრიტიკული აზროვნების განვითარება უბრალოდ „ღილაკების თითის დაჭერით“ შეუძლებელია - ეს კითხვას მოითხოვს.