თეგი: ბიომეტრიული პასპორტები
რუსეთმა, მიკროჩიპების დეფიციტის გამო ბიომეტრული პასპორტების გაცემა შეაჩრა
რუსეთი აჩერებს ბიომეტრული პასპორტების გაცემას, ტექნიკური პრობლემების გამო, სავარაუდოდ 2023 წლის მარტამდე შეაჩრერებს. ინფორმაციას უსაფრთხოების დოკუმენტების მწარმოებელი კომპანია Gosznak-ი ავრცელებს. „ვისაც სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გამგზავრება, მიწვევის საფუძველზე, ძველი სტილის პასპორტის შეკვეთა მოუწევს“, - აცხადებენ კომპანიაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღონისძიება პირველ რიგში რეგიონების მოსახლეობას შეეხება. Gosznak-ი განმარტავს, რომ მიკროჩიპების ერთადერთი მწარმოებელი, რომლითაც ბიომეტრიული დოკუმენტები მიეწოდება, კომპანია Mikron-ია, რომელიც ვერ უმკლავდება წარმოების მოცულობას მას შემდეგ, რაც მოსკოვმა იმპორტირებული პროდუქციაზე წვდომა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო დაკარგა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგივე პრობლემები შეექმნათ საბანკო ბარათების მწარმოებლებს. რუსეთის ხელისუფლება ჩინელ მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს გასული წლის გაზაფხულიდან აწარმოებს, მაგრამ, როგორც რუსული მედია წერდა, პრობლემის სწრაფ გადაწყვეტას არ უნდა ველოდეთ, რადგან უცხოელ ექსპორტიორებს სერტიფიცირების პროცესის გავლა და მიწოდების ჯაჭვის შექმნა სჭირდებათ.