თეგი: ბირთვული უსაფრთხოება
CNN: თეთრი სახლი $35 მილიონს ითხოვს უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის
თეთრმა სახლმა 35 მილიონი დოლარი მოითხოვა, რათა უკრაინის ბირთვულ უსაფრთხოებას დაეხმაროს. აშშ-ის ოფიციალური პირები, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გარშემო არასტაბილურ ვითარებას თვალყურს ადევნებენ. ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით წერს. „ეს თანხები გამოყენებული იქნება „დამატებითი სენსორების შესყიდვისა და შენარჩუნებისთვის, მონაცემთა შეფასებისა და ანალიზისთვის და უკრაინის ეროვნული გვარდიისთვის ატომური ელექტროსადგურების დამცავი შესაძლებლობების მიწოდებისთვის“, იტყობინება CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთი იყენებს ოკუპირებულ ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, როგორც ბაზას უკრაინაზე თავდასხმების განსახორციელებლად, რაც საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ბირთვულ უსაფრთხოებას.