თეგი: ბიუსტი

ხელოვნების სასახლეში, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური ბიუსტი გაიხსნა

ხელოვნების სასახლეში, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი ავტორი მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილია. თეა წულუკიანიდ განცხადებით, გიგა ლორთქიფანიძე იყო ადამიანი, რომელიც ქართულ კულტურას ქმნიდა. „გიგა ლორთქიფანიძეს დღეს 95 წელი შეუსრულდებოდა. ძალიან გვეამაყება, რომ შევძელით მის მეუღლესთან, ოჯახთან თანამშრომლობით და ხელოვნების სასახლის ხელშეწყობით, ამ ხეივანში, სადაც სხვა ჩვენი დიდი ღვაწლმოსილი ქართველი ადამიანების ბიუსტებია, განგვეთავსებინა გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი. მომავალმა თაობებმა, ის, ვინც ამ მუზეუმში მოდის დასათვალიერებლად, უნდა იცოდეს, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც ქმნიდა ქართულ კულტურას და დღესაც არის ნიშნული ქართულ კულტურაში, მათ შორის თეატრსა და კინოში. როგორც ის ანიჭებდა ახალგაზრდების როლს დიდ მნიშვნელობას, ჩვენც დიდი ადგილი უნდა დავუთმოთ. მადლობა მინდა, გადავუხადო მოქანდაკის, თენგიზ ღვინიაშვილის ოჯახს, რომელმაც საშუალება მისცა გიგა ლორთქიფანიძის ოჯახს და ჩვენ, რომ ეს ბიუსტი ამ ხეივანში განგვეთავსებინა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ცნობილი რეჟისორი 1927 წლის 19 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. ლორთქიფანიძე 100-ზე მეტი სპექტაკლის და 4 ფილმის, მათ შორის "დათა თუთაშხიას" ავტორია. ამასთან, 1996 წელს დაჯილდოებულია  ღირსების ორდენით.