თეგი: ბორიდ ჯონსონი
ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დეპუტატებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქს და კგბ-ს ყოფილ ოფიცერს, ალექსანდრე ლებედევს ოფიციალური პირების გარეშე შეხვდა. ამის შესახებ BBC იტყობინება. ბორის ჯონსონს ჰკითხეს, შეხვდა თუ არა რუს მილიარდერს და Evening Standard-ის ყოფილ მფლობელს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში იტალიაში იმყოფებოდა. მან შეკითხვაზე დადებითი პასუხი გასცა. BBC წერს, რომ „ჯონსონმა ლებედევის ვაჟი, ევგენი ლორდთა პალატის წევრად აქცია“, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სპეცსამსახურების გაფრთხილება, რომ ლებედევი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკებს შექმნიდა. თუმცა როგორც Sunday Times-ი წერს, სპეცსამსახურების ეს შეფასება ლორდ ლებედევის დიდი ხნის მეგობრის - ჯონსონის ჩარევის შედეგად, უკან წაიღეს. საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლეიბორისტი დეპუტატის, დიანა ჯონსონის შეკითხვას უპასუხა. „მე ნამდვილად შევხვდი ამ ადამიანს, რომელიც ადრე იყო London Evening Standard-ის მფლობელი, როდესაც მე ვიყავი ლონდონის მერი. ის შემთხვევა, რომელსაც თქვენ ახსენებთ, მაშინ იყო, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა. ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.