თეგი: ბორში
ბორშისთვის "ბრძოლა" უკრაინამ მოიგო
უკრაინული ბორშის მომზადების რეცეპტი „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა, რომელიც დაუყოვნებლივ დაცვას საჭიროებს. ამის შესახებ უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა. „ჩვენ სიამოვნებით გავუზიარებთ ბორშს და მის რეცეპტებს ყველა ცივილიზებულ ქვეყანას. მათ შორის არაცივილიზებულებსაც, რომ რაღაც მსუბუქი, გემრიელი და უკრაინული მაინც ჰქონდეთ", - აღნიშნა ტკაჩენკომ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ემინე ჯაპაროვამ ტვიტერზე დაწერა, რომ „უკრაინული ბორში დერუსიფიცირებულია“. მისი თქმით, ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ნომინაციის დოსიე რიგგარეშედ განიხილება უკრაინაში განხორციელებული სამხედრო მოქმედებების გამო, რომლებიც რეალურ დროში მიმდინარეობს და კულტურული ელემენტისთვის საშიშროება გახდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იუნესკოს განცხადება უკრაინული ბორშის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანის შესახებ 2021 წლის მარტში წარუდგინა. საკითხი 2023 წელს უნდა განხილულიყო, მაგრამ ომის გამო საკითხის კორექტირება მოახდა.