თეგი: ბორჯომის თავდასხმა
დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული 3 თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია - არასამთავრობოები
არასამთავრობო ორგანიზაციები 17 ივნისის თავდასხმებს გმობენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია. ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება" "2023 წლის 17 ივნისს, ბორჯომში, საბავშვო ბანაკის მონაწილეებსა და ჩვეულებრივ დამსვენებლებს რამდენიმე ათეული მოძალადე თავს დაესხა. „გირჩი მეტი თავისუფლებისა“ და „Institute For Individual Liberty“-ის მიერ გამართულ ბანაკს მოძალადეებმა ესროლეს ქვები, წითელი საღებავები, აგინეს და ხელი შეუშალეს მუშაობაში. ერთ-ერთმა მოძალადემ სასტუმროში მყოფ ახალგაზრდებსა და არასრულწლოვნებს გენიტალიებიც უჩვენა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თვითმხილველების ცნობით, ძალადობას, სულ მცირე 40 წუთი, რეაგირების გარეშე ტოვებდა. ასევე, დღეს თავს დაესხნენ “გირჩი მეტი საქართველოს” თავმჯდომარეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ბორჯომში, ამავე ბანაკში, ლექციის ჩასატარებლად მიემართებოდა. ასევე, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკურად გაუსწორდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, სალექციო აუდიტორიის გარეთ მშვიდობიანად, ბანერებით მდგომ სტუდენტებს, რომლებიც პარტიის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ. დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს - შემწყნარებლობას და მშვიდობიანობას. ახალგაზრდებზე, ბავშვებზე თავდასხმა არა მხოლოდ კანონს არღვევს, არამედ შეუთავსებელია ქართული საზოგადოების ღირებულებებთან. ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის დევნა არის რუსეთის, პუტინის რეჟიმის, ხელწერა; სწორედ ოკუპანტი სახელმწიფო უსწორდება ოპონენტებს და ძალადობრივად ახშობს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. არასრულწლოვნებზე თავდასხმა არის სამარცხვინო საქციელი, რომელსაც მხოლოდ სუსტი და შეშინებული ადამიანები მიმართავენ, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციებთან. მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები." ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერები: აფხაზური ამბები2. ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის3. ახალგაზრდული გაერთიანება We talk4. დემოკრატიის მცველები5. დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი6. დემოსი7. თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება8. თბილისი პრაიდი9. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი10. კომლი11. ლაგოდეხის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი12. მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი13. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი14. მშობლები განათლებისთვის15. პროფესიო16. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი17. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია18. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო19. საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”20. სალამი21. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება22. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი23. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი24. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის25. სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი26. სასამართლოს გუშაგი27. საფარი28. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია29. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა30. საქართველოს რეფორმების ასოციაცია31. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი32. ფემეა33. ფემინა34. ქალები საერთო მომავლისთვის საქართველო35. ჩემი იმერეთი36. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი37. წერტილი