თეგი: ბოსნია და ჰერცოგოვინა

ბრიტანეთმა ბოსნიელი სერბების ორ ლიდერს სანქციები დაუწესა

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მიმართებით პირველი სანქციების შესახებ განაცხადა. კერძოდ, სანქციები დაუწესა ბოსნიელ სერბ პოლიტიკოსებს, მილორად დოდიკს და ზელიკა ცვიანოვიჩს. ბრიტანეთმა ისინი ბოსნია-ჰერცეგოვინის ლეგიტიმურობისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა იმ პოლიტიკის გატარებით, რომელიც "დე ფაქტო გამოყოფას" უტოლდება. სერბმა მინისტრებმა ბოსნიაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაბლოკეს.  დოდიკს და ცვიანოვიჩს აეკრძალათ ბრიტანეთში შესვლა და გაიყინება მათი ნებისმიერი ქონება, რომელიც ბრიტანეთშია განთავსებული. „ეს ორი პოლიტიკოსი განზრახ ძირს უთხრის ბოსნია და ჰერცეგოვინაში ძნელად მოპოვებულ მშვიდობას. მათი უგუნური ქცევა, რომელიც წახალისებულია პუტინის მიერ, საფრთხეს უქმნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას დასავლეთ ბალკანეთში. ამ მკაცრი სანქციებით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მშვიდობის მტრები პასუხს აგებენ“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. იანვარში შეერთებულმა შტატებმა მილორად დოდიკს სანქციები დაუწესა. ასევე წაიკითხეთ  ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინას სანქციებით დაემუქრა ვიოლა ფონ კრამონი: ბოსნიაში დასავლეთის პოზიციების შესუსტება, ნიშნავს, პუტინის პირდაპირ მოწვევას, იმოქმედოს არამხოლოდ ბალკანეთში, არამედ უკრაინასა და საქართველოში