თეგი: ბოსტნეული
საქსტატი: თებერვალში პური 20.8 %-ით, ხოლო ბოსტნეული 34.0 პროცენტით გაძვირდა
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 13.7 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფზე. საქსტატის მონაცემებით, ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 45.8 პროცენტიანი მატება, რაც 3.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ყველაზე მეტად, 68.4 პროცენტით ფასები გაიზარდა ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე. "წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება 58.0 პროცენტით გაძვირდა. ფასების ზრდის ტენდენცია ნარჩუნებოდა იანვარშიც სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.61 პროცენტული პუნქტით აისახა. ბოსტნეული და ბაღჩეული 34.0 პროცენტით გაძვირდა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 23.4 პროცენტით, პური და პურპროდუქტები – 20.8 პროცენტით, თევზეული – 18.2 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 17.4 პროცენტით, ჯემი და სხვა ტკბილეული – 15.6 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი – 14.4 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები კი – 11.0 პროცენტით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივი წარმოების ხილში, ბოსტნეულსა და ბაღჩეულში პესტიციდების შემცველობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივი წარმოების ხილში, ბოსტნეულსა და ბაღჩეულში პესტიციდების შემცველობა არ ფიქსირდება. მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდების ნარჩენების შემცველობაზე შესამოწმებლად, სარეალიზაციო ობიექტებიდან ადგილობრივი წარმოების ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის 108 ნიმუში აიღო. „ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, პესტიციდების შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. ტესტირება ჩატარდა 68 მოქმედ ნივთიერებაზე, მათ შორის, ქლორორგანულ და ფოსფორორგანულ, ასევე, დითიოკარბამატულ პესტიციდებზე. გამოკვლეულია ხილისა (ატამი, ვაშლი, ვაშლატამა) და კენკროვნების 44 ნიმუში, ბოსტნეულის (კარტოფილი, კიტრი, პომიდორი) 13 და ბაღჩეულის (საზამთრო, ნესვი) 51 ნიმუში. სურსათში პესტიციდების ნარჩენების დონე რეგულირდება „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“, რომელიც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №623 დადგენილებით არის დამტკიცებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, სურსათის ნიმუშებში პესტიციდების შემცველობა არ დაფიქსირებულა, რაც ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდის და სურსათის ეროვნული სააგენტოს გააქტიურებული სახელმწიფო კონტროლის შედეგია. 2022 წელს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით, სააგენტოს მიერ დაგეგმილია არაცხოველური წარმოშობის სურსათის 236 და ცხოველური წარმოშობის სურსათის 102 ნიმუშის (სულ 338 ნიმუში) ლაბორატორიული ტესტირება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოსტნეული და ბაღჩეული 7.6%-ით, პური 1.3%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 2.5%-ით გაძვირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4 პროცენტი შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: - ბოსტნეული და ბაღჩეული 7.6% - ხილი და ყურძენი 2.6% - რძე, ყველი და კვერცხი 2.5% - პური და პურპროდუქტები 1.3% ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: - შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 2.0% - ზეთი და ცხიმი 1.9% ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.5 პროცენტიანი მატება, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: - ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი 5.3% - ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება 4.3% ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: მოცემულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 2.3 პროცენტიანი კლება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-2.5 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-1.6 პროცენტი) ჯგუფებზე.