თეგი: ბრიტანელი იურისტები
ბრიტანელი იურისტები უკრაინელების სახელით, პრიგოჟინსა და „ვაგნერს" სასამართლოში უჩივიან
ბრიტანული იურიდიული ფირმა McCue Jury & Partners-ი, რუს ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინსა და მის მიერ დაარსებულ Wagner PMC-ს, ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელების სახელით უჩივის. ბრიტანულმა ფირმამ განაცხადა, რომ ის მოქმედებს, როგორც „ფართო სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი კამპანია მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების კოალიციით". განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადვოკატებმა პრიგოჟინს, გაფრთხილება უკვე გაუგზავნეს. „ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც კერძო სამხედრო კომპანიას უჩივლებენ უკანონო ომის საწარმოებლად, ტერორიზმის გამოყენებისა და სახელწიფოსთან შეთქმულებისთვის“, - განმარტა ბრიტანული იურიდიული ფირმის წარმომადგენელმა. საადვოკატო ფირმამ განაცხადა, რომ სთხოვეს მტკიცებულებების წარდგენა საერთაშორისო საქმეთა პარლამენტის კომიტეტში, რომელშიც „ვაგნერი“ და სხვა შუამავალი კერძო სამხედრო კომპანიები მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში პრიგოჟინმა პირველად დაადასტურა თავისი მონაწილეობა Wagner PMC-ის შექმნაში, რომელიც სირიასა და უკრაინაში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა.