თეგი: ბრონირებული მანქანა

კანადა უკრაინას Senator-ის ტიპის 200 ჯავშანმანქანას გადასცემს

კანადა უკრაინას 200 ერთეულ Senator-ის ტიპის ჯავშანმანქანას გადასცემს. ეს დახმარება 90 მილიონ დოლარს აღემატება. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო ტექნიკა უკრაინას დამატებითი 500 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის ფარგლებში მიეწოდება. გავრცელებული ინფორმაციით, კიევში ბოლო ვიზიტის დროს კანადელი მინისტრი თავის კოლეგას ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს, თუ როგორ შეუძლია კანადას გააგრძელოს უკრაინის გადაუდებელი თავდაცვის საჭიროებების დაკმაყოფილება. კანადამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინას $1 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო. „ეს დახმარება მოიცავს მოწინავე საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემას (NASAMS) შესაბამისი საბრძოლო მასალით, 39 ერთეულ ჯავშანტექნიკას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, M777 ჰაუბიცებითა და მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალებით და სხვა“, - აცხადებს კანადის მთავრობა.