თეგი: ბუნებრივი აირის საცავი

Bloomberg: ევროკავშირმა შესაძლოა, თავისი ბუნებრივი აირისთვის უკრაინის საცავები გამოიყენოს

ევროკავშირში, ზამთარში საწვავზე მოთხოვნილების და ფასების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, თავისი ბუნებრივი აირის ნაწილის უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე საცავებში შენახვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. მედიის თანახმად, მათ შორის განიხილება (Більче-Волицько-Угерське) საცავი ლვოვის ოლქში, რადგან იქ შესაძლებელია ოთხჯერ მეტი ბუნებრივი აირის შენახვა, ვიდრე გერმანიის ყველაზე დიდ საცავში, ადვილად უერთდება ევროკავშირის ქსელებს, რადგან ათწლეულების განმავლობაში სატრანზიტო მარშრუტის როლს ასრულებდა რუსული ენერგომატარებლებისთვის. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივის აირის საცავები თითქმის შევსებულია - 70%-ზე მეტით და მოსალოდნელია, რომ სიმძლავრის ლიმიტს ისინი უკვე სექტემბრისთვის მიაღწევენ. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საწვავის შენახვა ქვეყანაში, რომლის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სარაკეტო დარტყმებისა და იერიშების მიზანია, ბევრს უაზრო იდეად მიაჩნია, მაგრამ ამას ბევრი მომხრეც ჰყავს, რადგან საცავები ფრონტის ხაზიდან საკმაოდ შორს არის განლაგებული ", - წერს Bloomberg. მედიის თანახმად, ხსენებული ნაბიჯი არის იმ პანიკის თავიდან აცილებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილი, რომელმაც გასულ წელს, ევროპა ბუნებრივ აირზე რეკორდულ ფასებამდე და სახელმწიფო ჩარევამდე მიიყვანა. უკრაინის საცავები მიწის ქვეშ 2 კმ-ის სიღრმეზეა განლაგებული - შედარებით უსაფრთხო ზონაში და მათი მოცულობა 30 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრს შეადგენს.