თეგი: ბურჯუ ოზბერქი
თურქეთში, პოლიციამ მსახიობები ოზჯან დენიზი, დენიზ ჩაქირი და ბურჯუ ოზბერქი დააკავა
თურქეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის გამოძიების ფარგლებში, 20 პირი, მათ შორის მსახიობები ოზჯან დენიზი, დენიზ ჩაქირი და ბურჯუ ოზბერქი დააკავა. სტამბოლის პროკურატურამ ნარკოტიკების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 35 პირის დაკავების ორდერი გასცა, რომელთაგან 20 პოლიციამ დააკავა. დაკავებულებს შორის თურქული შოუ-ბიზნესისა და ბიზნესის წარმომადგენლები არიან. პროკურატურის განცხადებით, გამოძიება პროსტიტუციას, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და გასაღებას, ასევე, აკრძალული ნივთიერებების მოხმარებასა ან შენახვას უკავშირდება. ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაცია სამშაბათს საღამოს ჩატარდა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.