თეგი: ბუსტერი
პაატა იმნაძე: 2022 წელი პანდემიის ბოლო წელი იქნება
NCDC-ის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, „ბუსტერ“ დოზის დროს გამოყენებული ვაქცინა წინა ორი დოზისგან არაფრით განსხვავდება, უბრალოდ ადამიანს აქვს არჩევანი, მაგალითად, თუ Sinovac-ით აიცრება, ამავე ვაქცინის „ბუსტერი“ გაიკეთოს, ან სხვა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა არჩიოს. კითხვაზე, რეინფიცირების შემთხვევაში ბათილდება თუ არა ვაქცინის/„ბუსტერის“ მოქმედება, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არ არის სწორი, პირიქით, იმუნური სისტება ძლიერდება. მისივე თქმით, 2022 წელი პანდემიის ბოლო წელი იქნება და შემდეგ ალბათ, ეს ინფექცია სეზონურ ვირუსად გადაიქცევა. „ყოველ ზამთარს არის ხოლმე კორონავირუსები, ადამიანის კორონავირუსებია, რომლებიც გენეტიკური ანალიზით, სამასი წლის წინ გადავიდა ადამიანზე და მოგვერგო. სამასი წელი ხომ არ დაველოდებით COVID19-ს, მაგრამ ალბათ ისეთი მომაკვდინებელი აღარ იქნება, როგორც თავიდან იყო.