თეგი: გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა

გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება

რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება. ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის წარმომადგენელმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი არ უნდა იკავებდეს ხელმძღვანელ პოსტს ორგანოში, რომლის მთავარ მიზანსაც ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა წარმოადგენს. ლინდა ტომას-გრინფილდი აღნიშნავს, რომ არაპროვოცირებული ომისა და ჰუმანიტარული კრიზისის შემდეგ, რუსეთის მონაწილეობა ზიანს აყენებს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სანდოობას. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა ზელენსკი გაეროს: მზად ხართ, დაიხუროთ? თუ არა, სწრაფად უნდა იმოქმედოთ