თეგი: გაზის მოპოვება
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ შავი ზღვის შელფზე ბუნებრივი გაზის საბადოზე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. ოქტაის თქმით, ბურღვითი სამუშაოების მიმდინარეობისას საკარიას გაზის საბადოზე აღმოჩენილი მარაგი 405 მილიარდი კუბური მეტრია, ხოლო ამასრას საბადოზე მარაგმა 135 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. „მინდა თურქეთის ყველა მოქალაქეს ვუთხრა სასიხარულო ამბავი, რომ ისინი 2023 წლის პირველ კვარტალში შავ ზღვაში მოპოვებულ გაზს მოიხმარენ“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ამ დროისთვის 7 ჭაბურღილზე სამუშაოები დასრულებულია და 4 ჭაბურღილი ბურღვის ეტაპზეა. „შავ ზღვაში საბურღი დანადგარები მუშაობს. მინდა გაცნობოთ, რომ თურქეთის ახალი მე-7 თაობის საბურღი ხომალდი უკვე ჩავიდა ხმელთაშუა ზღვაში“, - დასძინა ფუატ ოქტაიმ.
რუმინეთმა შავი ზღვის შელფზე გაზის მოპოვება დაიწყო
რუმინულმა კომპანია Black Sea Oil & Gas-მა (BSOG) შავი ზღვის შელფზე გაზის მოპოვების დაწყების შესახებ განაცხადა. პირველი ნაკადი რუმინეთის გაზის გადაცემის ეროვნულ სისტემას ოთხშაბათს ნაშუადღევს მიეწოდა, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში. Midia Gas Development Project-ის ფარგლებში კომპანია გეგმავს 0,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის წარმოებას მიმდინარე წელს, ხოლო მომდევნო სამი წლის განმავლობაში წლიური წარმოება 1 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. რუმინეთში გაზის წლიური მოხმარება დაახლოებით 10-11 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. BSOG გაზის მოპოვებას აწარმოებს გაზს ანა და დოინას გაზის საბადოებიდან, რომლებიც ნაპირთან 126 კმ გაზსადენითაა დაკავშირებული. ანას ველი აღმოაჩინეს 2007 წელს. კიდევ ერთი დიდი ველი, დოინა, 1995 წელს. პროგნოზების მიხედვით, ისინი ათი წლის განმავლობაში იმუშავებენ. ამ საბადოების მარაგი 10 მილიარდი კუბური მეტრია. ეს არის პირველი ოფშორული გაზის პროექტი რუმინეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში და ერთადერთი, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს.
კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში, უმიდის საბადოზე, გაზის მოპოვებამ 6 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა
კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში, უმიდის საბადოზე, გაზის მოპოვებამ 6 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე, კონდენსატის წარმოებამ 950 000 შეადგინა. აზერბაიჯანული მედია, ინფორმაციას, ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ უმიდის ველი 2010 წლის 24 ნოემბერს აღმოაჩინეს. ეს არის პირველი გაზის კონდენსატის საბადო აზერბაიჯანში, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში აღმოაჩინეს. ველი ექსპლუატაციაში 2012 წელს შევიდა. წინასწარი შეფასებით, საბადოს მთლიანი მარაგი 200 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს და 40 მილიონ ტონა კონდენსატს შეადგენს.