თეგი: გაყინა
საფრანგეთმა 1,2 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა
საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს დაზვერვისა და იატაკქვეშა ფინანსური სქემების დირექტორატის ხელმძღვანელმა გიიომ ვალე-ვალამ, La Tribune-სთან ინტერვიუში განაცახდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ, საფრანგეთმა რუსი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების კუთვნილი აქტივები გაყინა. საერთო ჯამში, გაყინული აქტივების მოცულობა 1.2 მილიარდ ევროს შეადგენს. „გაყინული აქტივების მოცულობა დაახლოებით 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს, თუ არ გავითვალისწინებთ რუსეთის ბანკის კუთვნილ აქტივებს“, - განაცხადა მან. ეს თითქმის ორჯერ აღემატება წინა მონაცემებს, რომელიც საფრანგეთმა მარტის ბოლოს გამოცხადა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა 850 მილიონი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაიყინა.