თეგი: გედევან ფოფხაძე
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოსთან ნიკა გვარამიას მხარდამჭერები შეიკრიბნენ
უსამართლო, დანაშაულებრივი ნაბიჯების გამო მიიღებენ ადეკვატურ პასუხს, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ნიკა გვარამიას საქმეზე მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა ფოფხაძემ სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილებს მოუწოდა, არ დაიშალონ. „ყველამ დავინახეთ, როგორ ჩაიდინა სამმა მოსამართლემ სისხლის სამართლის დანაშაული, შეასრულა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა და უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც საქმეშიც არანაირი დანაშაული არ აქვს, სისხლის სამართლის საქმეც არ არის, სადაც დანაშაული წერია, ასეთი ადამიანი გაუშვა ციხეში. ამის პატიება არცერთ მოქალაქეობრივ ვალში არ ჯდება. ამ დღის გადაგორების უფლება არ უნდა მივცეთ არავის“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.