თეგი: გერმანიის საკონსულო

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის დროს, კიევში გერმანიის საკონსულოს შენობა დაზიანდა

მაღალსართულიანი საოფისე შენობა, სადაც გერმანიის საკონსულოა განთავსებული, რუსეთის სარაკეტო დარტყმის დროს დაზიანდა, ამის შესახებ გერმანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. აღნიშნავენ, რომ შენობაში ოფიციალური პირები არ იმყოფებოდნენ, რადგან საკონსულო ომის დაწყების შემდეგ ცარიელია. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, გერმანიის მთავრობა კონტაქტზეა კიევის ოფიციალურ პირებთან ადგილზე მიყენებული ზარალის შესაფასებლად. ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი "დიდი შვიდეულის" სხდომის სასწრაფო დანიშვნაზე შეთანხმდნენ 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს.