თეგი: გივი მიქაძე
გივი მიქანაძე: კასიანოვის განცხადება შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის თქმით, საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული. კასიანოვი: უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა "ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო რაღაცნაირად ამ ომში იყოს ჩათრეული. კიდევ ერთხელ კატეგორიულად და ცხადად ვამბობთ, რომ ვერც ერთი მცდელობა (ვერ იქნება წარმატებული), სადაც საქართველო შეიძლება წარმოჩინდეს როგორც მხარედ ამ ომის და ომში ჩართვის საშიშროება არსებობდეს, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება. ჩვენ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, თუმცა, ჩვენ პირველ რიგში უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს ჩათრეული საომარ მოქმედებებში და მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი,"- განაცხადა მიქანაძემ.