თეგი: გინესის რეკორდი

ქართველმა ათლეტმა ბაგრატ ჟღენტმა გინესის რეკორდი დაამყარა და 16 ტონა სახმელეთო ტრანსპორტი კბილებით გასწია

ქართველმა ათლეტმა ბაგრატ ჟღენტმა გინესის რეკორდი დაამყარა და უმძიმესი სახმელეთო ტრანსპორტი კბილებით გასწია. ბაგრატ ჟღენტმა მსოფლიოში ამ დრომდე დაფიქსირებული რეკორდი გაზარდა. ახალი შედეგის მიხედვით ჟღენრმა – 16 ტონა სახმელეთო ტრანსპორტი კბილებით გასწია. აქამდე რეკორდი დამყარებული ეგვიპტელ ათლეტს ჰქონდა. ბაგრატ ჟღენტის წინამორბედმა 15 ტონისა და 730 კილოგრამის სახმელეთო ტრანსპორტის გაწევა შეძლო.  

ჩიკაგოშო მცხოვრები 104 წლის ქალი ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, რომელიც თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტა

„ასაკი მხოლოდ რიცხვია,“ - ეს სიტყვები წარმოთქვა ჩიკაგოში მცხოვრებმა 104 წლის დოროთი ჰოფნერმა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავიდან პარაშუტით, 4 115 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა და გახდა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელმაც მსგავსი „მისია შეასრულა.“ წერს AP. ნახტომი სულ 7 წუთს გაგრძელდა. დოროთი ჰოფნერი პარაშუტით ინსტრუქტორთან ერთად გადმოხტა. რეკორდის ოფიციალურად აღიარებისათვის განაცხადს უკვე განიხილავენ. პარაშუტით ტანდემური ხტომის რეკორდი 2022 წელს შვედეთში დამყარდა. მისი ავტორი 103 წლის რუტ ლინეა ინგეგარდ ლარსონია.