თეგი: გიორგი ღამბაშიძე
ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე „ქართულ ოცნებას“ ტოვებს
ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძემ თანამდებობა დატოვა და „ქართული ოცნებიდან“ წავიდა. მან Facebook-ზე წერილი გამოქავეყნა, სადაც აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ასეთ დამოკიდებულებას ვერც სხვისგან, თუნდაც მეგობრისგანაც ვერ მივიღებთ“ კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე მისი თქმით, მან გადაწყვეტილება მიიღო გამოეყოს „ქართული ოცნების“ გუნდს, რათა რიგ საკითხებზე უფრო თავისუფლად ილაპარაკოს. „ხვალიდან უფრო თავისუფლად ვილაპარაკო მსგავს თემებზე. ალბათ ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით.“ – წერს ღამბაშიძე. ღამბაშიძე საკრებულოს წევრად რჩება. ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა „ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მეც გამოვეყო ჩემს ქართული ოცნების გუნდს, სადაც გულს და სულს ვტოვებ და ხვალიდან უფრო თავისუფლად ვილაპარაკო მსგავს თემებზე. ალბათ ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით. რაც მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა, ხალხს აწუხებს ეს კითხვები! ამიტომ, მეც მივმართავ ქალბატონ ელჩს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს. მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოს და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას, რაც არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის კარგი არ არის! თუ კი ვინმეს, მუნიციპალიტეტებიდან, სურვილი აქვს შემომიერთდეს - მოხარული ვიქნები, თუმცა ისეც არ უნდა ვქნათ, რომ რომელიმე რაიონში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგოს, ამით მხოლოდ ქვეყნის მტრების - ნაცების საქმის გაკეთება გამოგვივა. და ბოლოს, ნამდვილად მჯერა, რომ გუნდიდან გასვლით უფრო დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და თუნდაც იმავე ქართული ოცნების გუნდს, რომლის წინააღმდეგ ნამდვილად არ ვაპირებ წასვლას. უბრალოდ, ფრაქციიდან გასული პარლამენტარების მსგავსად, მეც ვფიქრობ, რომ ხალხს უფრო ღია ტექსტებით და მეტი სიმართლე უნდა ველაპარაკოთ" - წერს ღამბაშიძე. ცნობისთვის, 8 ივლისს, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.
სოსო გოგაშვილი: ჩემს სახლში იარაღი გენინსპექციის დირექტორის მოადგილემ გიორგი ღამბაშიძემ ჩადო
ჩემს სახლში იარაღი გენინსპექციის დირექტორის მოადგილემ გიორგი ღამბაშიძემ ჩადო, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი: სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო დაზიანებაზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა იმსჯელებს სოსო გოგაშვილის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება "გიორგი ღამბაშიძეს ხელში ეჭირა ლულით პატარა იარაღი, მარცხენა მხარეზე ვინც იარაღს მისვამდა, ის დიდი ავტომატი იყო. ამას რომ შევაგინე, იმან ფერდში მომარტყა. 2 დღეა ვეუბნები, გადამიღეთ ექოსკოპია და რენტგენი-თქო და არ გადამიღეს. ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ასევე, ნიკა ყვიროდა, მამას არ დაარტყათო. მე იმათ ვეუბნები, ბავშვს არ დაარტყა. ისტერიკაშია მეუღლე, მთელი ოჯახი სტრესში იყო. ამის შემდეგ, როდესაც ადგნენ და გამოიტანეს ე.წ. ფაქტები, შევარდნენ სახლში, ერთი გიორგი ღამბაშიძე იყო და ავარდნენ მეორე სართულზე. მეორე სართულზე ასვლის შემდეგ, თეამ (სოსო გოგაშვილის მეუღლე) დაინახა, რომ ეს ხალხი საძინებელში რაღაც ნივთებს ტენიდა სხვადასხვა ადგილზე. თეამ დაუწყო ყვირილი და როდესაც დაინახეს, რომ ესენი მიადგნენ, ღამბაშიძემ დაიწყო ყვირილი: „რატომ ამოუშვით თქვე ჩე...ებო, ხომ გითხარითო!“ ძალადობით გამოათრიეს მეორე სართულიდან და პირველზე ჩამოიყვანეს. თეას ყვირილი მესმის, რომ დაალაგეს სოსო რაღაცები, რა აზრი აქვს ახლა“. მივხვდი რასაც აკეთებდნენ“, - განაცხადა გოგაშვილმა პროცესზე. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა. „მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ. ასევე წაიკითხეთ: სასამართლო სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 18 ივლისს იმსჯელებს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს