თეგი: გლობალური ხელშეკრულება
ბაქოს პორტი გაეროს გლობალურ ხელშეკრულებას შეუერთდა
ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი, გაეროს გლობალურ ხელშეკრულებას შეუართდა, რათა ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ბაქოს პორტში მშენებლობის მეორე ფაზა იწყება „ამგვარად, ბაქოს პორტი შეუერთდა 18 სხვა საზღვაო პორტებსა და პორტების მენეჯმენტ კომპანიას მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად და სოციალურად პასუხისმგებელი პოლიტიკის დანერგვის ინიციატივაში“, - აცხადებენ ბაქოს პორტში. ასევე აღინიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი სანდა ოჯიამბო მიესალმება პორტის ამ ინიციატივას. „მისი წერილი ხაზს უსვამს გაეროს სისტემის მხარდაჭერას პორტის ძალისხმევაში გაეროს გლობალური კომპაქტის თერთმეტი უნივერსალური პრინციპის დანერგვისა და უფრო მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის ხელშეწყობისთვის“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. გაეროს გლობალური შეთანხმებაში გაწევრიანებულია 13 500-ზე მეტი ბიზნეს კომპანია და 3 000-ზე მეტი არასამეწარმეო პირი, მსოფლიოს 164 ქვეყნიდან.