თეგი: გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოება

აშშ, საქართველო, სომხეთი, უკრაინა და კიდევ ექვსი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებაში საფრთხის ერთობლივად შემცირებაში პარტნიორობის წვლილის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების, სომხეთის, საქართველოს, ერაყის, იორდანიის, ლიბერიის, ფილიპინების, სიერა ლეონეს, უგანდასა და უკრაინის მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ტექსტი სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა. COVID19-ის პანდემიამ ხაზი გაუსვა ძლიერი ეროვნული შესაძლებლობების, ინფექციურ დაავადებათა ზედამხედველობის, დიაგნოსტიკისა და რეაგირების მნიშვნელობას. საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ შესაძლებლობების განვითარებაში. ჩვენი მთავრობები ღიად და გამჭვირვალედ თანამშრომლობდნენ ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ნაწილია. ეს პარტნიორობა ემსახურება მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს და მათ არაფერი აქვთ საერთო იარაღთან. ეს პარტნიორობა იცავს ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობას ჩვენს ქვეყნებში, მათ შორის ინფექციური დაავადებების პრევენციის, გამოვლენის, კონტროლის და ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოების გაძლიერების მინართულებით. როგორც ამ პროგრამის პარტნიორებმა, თითოეულ ჩვენგანს უშუალოდ ცოდნა გვაქვს საერთო მიზანთან მისი შესაბამისობის შესახებ, რაც გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და ჩვენს საზოგადოებებზე ინფექციური დაავადებების ზემოქმედების შესამცირებლად თანამშრომლობას გულისხმობს. ჩვენი მთავრობები მტკიცედ ადასტურებენ საერთო შეხედულებას, რომ ასეთი თანამშრომლობა არ უნდა დაირღვეს, არამედ ხელი შეუწყოს და გაძლიერდეს. მეათე მუხლის თანახმად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფოს, იმუშაონ ერთად, მათ შორის მომავალ მიმოხილვის კონფერენციაზე, ამ მიზნის მხარდასაჭერად, - აღნიშნულია განცხადებაში.