თეგი: გოგიტა არქანია

გოგიტა არქანიამ ევროპის ჩემპიონატზე კარატეში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ევროპის ჩემპიონატი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარეობს. გოგიტა არქანია +84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა შოტლანდიის წარმომადგენელ გრეგ ანდერსონს 2:0 სძლია.  შეგახსენებთ, რომ გოგიტა არქანიასთვის ეს მესამე ბრინჯაოს მედალია კონტინენტის ჩემპიონატზე.