თეგი: გოგი ხარაბაძე
გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა
81 წლის ასაკში თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი და მწერალი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის სახელმწიფო თეატრი ავრცელებს. გოგი ხარებავას შესრულებული აქვს როლები რუსთაველის თეატრის სცენაზე პექტაკლებში ყვარყვარე თუთაბერი, ვეფხისტყაოსანი, ოიდიპოს მეფე, რიჩარდ III. პირველი კინოროლი მან 1966 წელს ოთარ იოსელიანის ფილმში - „გიორგობისთვე“ შეასრულა. არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მისი პირველი წიგნი, "თქვენ მომაგონდით", 1990 წელს გამოიცა. 2018 წელს კი დაიბეჭდა მისი მოგონებების წიგნი "აღმართ-აღმართ." გოგი ხარაბაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი (1976), საქართველოს სახალხო არტისტი (1986), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1976) და დავით კლდიაშვილის სახელობის პრემიის (1987) ლაურეატი. მიღებული ჰქონდა ჯილდოები: ხელოვნების ქურუმი (2017) ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; პრემია „საგურამო“ (2012). გოგი ხარაბაძე 1942 წლის 12 ივლისს დაიბადა. 1963 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.