თეგი: დაბომბეს
რუსეთის ძალებმა კრივი რიჰი დაბომბეს
კვირა დილით, რუსეთის ჯარებმა, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი რიჰზე, სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვილკულმა განაცხადა. „ორი რუსული რაკეტა მოხვდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტს, რომელიც სრულად განადგურდა“, - თქვა ვალენტინ რეზნიჩენკომ, დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. საჰაერო განგაში გამოცხადდა დილით პოლტავის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადისა და ლუგანსკის რეგიონებში. უკრაინული სააგენტოების ცნობით, ღამით დნეპროპეტროვსკის ოლქის კრასნოგრიგორევსკის და მარგანეცკის თემები ენერგოდარის ტერიტორიიდან გრადოვისა და არტილერიის დაბომბვის ქვეშ მოექცა, სადაც საჰაერო იერიში თითქმის 9 საათს გაგრძელდა.
რუსეთის არმიამ დონეცკთან, ქალაქი კურახოვო დაბომბა. არიან დაღუპულები
კვირას, 27 ნოემბერს, რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოზე იერიში არტილერიით მიიტანა. რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ თავის Telegram-ში განაცხადა. „რუსებმა კურახოვო არტილერიიდან დაბომბეს. 2 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა. დაბომბვის შედეგად 4 სახლი დაზიანდა", - განაცხადა კირილჩენკომ. მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კურახოვო მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. „რუსები თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.