თეგი: დაიკეტება
რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტრო 2 თვით დაიკეტება
რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტრო დაახლოებით 2 თვით დაიკეტება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. სამუშაოები 9 თებერვალს დაიწყება და 18 თვეში უნდა დასრულდეს „ამ ეტაპისათვის სამშენებლო კომპანიის მიერ შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი, რომლის მიხედვითაც: - ვარკეთილის მეტროს დაბლა ბაქანზე და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებისათვის მეტროსადგური დაიკეტება დაახლოებით 2 თვით; მეტროსადგური დაიკეტება ეტაპობრივად 2023 წლის ივნისი-აგვისტოს შუალედში (ყველაზე ნაკლები მგზავრთნაკადის პერიოდში). მეტროსადგურის დაკეტვის პერიოდში ვეცდებით ვარკეთილის მიმართულებით სამარშრუტო ხაზებს დავამატოთ სათანადო რაოდენობის ავტობუსები, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად“, - განაცხადა კალაძემ.