თეგი: დაკარგვა

მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა წელს $1,4 ტრილიონი დაკარგა - Bloomberg

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მსოფლიოს 500 უმდიდრესმა ადამიანმა 2022 წელს $1,4 ტრილიონი დაკარგა, მათ შორის თითქმის $100 მილიარდი რუს ოლიგარქებზე მოდის. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. Bloomberg: ომის დაწყებიდან რუსეთის უმდიდრესმა ადამიანებმა $93 მილიარდი დაკარგეს Bloomberg-ი წერს,რომ 2022 წელს ამავდროულად, მილიარდერებმა ზარალის უმეტესი ნაწილი საკუთარ თავს თავად მიაყენეს. გამოცემა სამ შემთხვევას ასახელებს:  სემ ბენკმან-ფრიდის FTX თაღლითობა; რუსეთ-უკრაინის დამანგრეველი ომი, რომელმაც ათეულობით მილიარდი დოლარით შეამცირა რუსი ოლიგარქების აქტივები; Twitter-ის ახალი მფლობელის, ილონ მასკის „ხრიკები“, რის შედეგადაც მან $138 მილიარდი დაკარგა. ამ წელს მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა მილიარდერების იმ ჯგუფისთვის, რომელთა ქონებაც პანდემიის დროს „მარტივი ფულის ეპოქაში“ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასე რომ, ილონ მასკმა, ჯეფ ბეზოსმა, ჩანგპენგ ჟაომ და მარკ ცუკერბერგმა ჯამში, დაახლოებით $392 მილიარდი დაკარგეს. ამავდროულად, 2022 წელს ყველა მილიარდერი არ გრძნობდა თავს ერთნაირად ცუდად - ინდოელმა მაგნატმა გაუტამ ადანიმა, ბილ გეითსსა და უორენ ბაფეტს გაუსწრო სიმდიდრის ინდექსით და თავისი ქონება წელიწადში $42 მილიარდით $119 მილიარდამდე გაზარდა. 2022 წელს ის მსოფლიოში მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ეს აზიელი მილიარდერისთვის ყველაზე მაღალი რეიტინგია.  ამერიკელი ტექნიკური ტიტანებისთვის რთულ წელსაც კი, მარკ ცუკერბერგის ზარალი გამოირჩევა. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის, მისი წმინდა ქონება პირველი იანვრიდან $71 მილიარდ დოლარით შემცირდა, ანუ 57%-ით. ამის მიზეზია Metaverse-ზე გადასვლა და ზოგადად ინდუსტრიის ვარდნა, რამაც Meta-ს აქციების ფასი შეამცირა.  კრიპტოვალუტის ბირჟა FTX, რომელიც ეკუთვნის Benkman-Fried-ს, მას შემდეგ დაინგრა, რაც ლიკვიდურობის კრიზისმა მის კრიპტო იმპერიაში „ხვრელები“ გამოავლინა. ფრიდის $16 მილიარდიანი ქონება, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გაქრა. ამ მოვლენამ გამოიწვია Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის ჩანპენგ ჟაოს ქონების $84 მილიარდით შემცირება.