თეგი: დანიშვნა
ბორის ჯონსონმა ახალი მინისტრები დანიშნა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნადჰიმ ზაჰავი, ჯანდაცვის მინისტრად კი სტივ ბარკლი დანიშნა. საკადრო ცვლილება ჯონსონმა მას შემდეგ განახორციელა, რაც გუშინ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა, საჯიდ ჯავიდმა და რიში სუნაკმა თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა ბრიტანული მედია წერს, რომ თუ, მინისტრთა კაბინეტს სხვა მინისტრებმაც დატოვებენ, ბორის ჯონსონს პრემიერის პოსტის შენარჩუნება გაუჭირდება. ჯონსონს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა, რომელიც ბრიტანული მედიის ვერსიით, პარტიის ლიდერად განიხილება.