თეგი: დაშ-ბაშის კანიონი

წალკის კანიონის შუშის ხიდზე მდებარე კაფე-ბარი, ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით შესაძლოა, გინესის რეკორდებში მოხვდეს

წალკის კანიონის შუშის ხიდზე მდებარე კაფე-ბარი, ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით, გინესის რეკორდებში მოხვდება, – ამის შესახებ წალკის კანიონის პანორამული ხიდის გახსნაზე ისრაელის კომპანია „კასს ლენდის“ წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, მრავალფეროვან ეკოტურისტულ სივრცეს, რომელიც განსხვავებულადვე ინფრასტრუქტურით, ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ ქართული ტურიზმის ბრილიანტი. „240-მეტრიანი შუშის ხიდი, რომლის შუაგულში დაკიდებულია შუშის კაფე-ბარი, უკვე დასრულებულია და ჩვენ გავდივართ პროცედურებს, რომელიც დასრულდება 2022 წლისთვის. ჩვენ ამ საოცარ ნაგებობას, ხიდზე დაკიდებულ ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით ვიხილავთ გინესის რეკორდების წიგნში“, - განაცხადა კომპანია „კასს ლენდის“ წარმომადგენელმა. ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში​, დაშბაშის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და ინვესტორები ისრაელიდან. მდინარე ხრამის ხეობაში მდებარე წალკის (დაშბაშის) კანიონზე არსებული ტურისტული კომპლექსი ვიზიტორებს 15 ივნისიდან უმასპინძლებს.