თეგი: დახურვა
Huawei-მ რუსეთში 2 ათასკაციანი განყოფილება დახურა - მედია
ჩინური ელექტრონიკის მწარმოებელი Huawei, რუსეთში მონაცემთა შენახვის სისტემებისა და სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის კორპორატიული გაყიდვების განყოფილებას ხურავს, სადაც დაახლოებით 2 ათასი ადამიანი მუშაობდა, რომელთაც დსთ-ს ქვეყნებში გადასვლა შესთავაზეს. ამის შესახებ კომერსანტი ბაზარზე არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ამავდროულად, მიმწოდებელი ინარჩუნებს ცენტრებს რუსეთში პერსპექტიული ტექნოლოგიების განვითარებისთვის. გაზეთის წყაროს ცნობით, პირველი იანვრიდან Huawei დახურავს Enterprise Business Group-ს, რომელიც პასუხისმგებელი იყო კორპორატიული მომხმარებლებისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (IKT, მონაცემთა შენახვის სისტემები, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა და ა.შ.) გადაწყვეტილებების მიწოდებაზე. „კომპანია მზადაა დაბრუნდეს, თუ უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებები შეწყდება“, - აცხადებენ კომპანიაში. ზოგადად, რუსეთის ფედერაციაში IKT გადაწყვეტილებების გაყიდვით დაახლოებით 2 ათასი ადამიანი იყო დაკავებული, აცხადებს „კომერსანტის“ წყარო.