თეგი: დევდორაკის გვირაბი

დევდორაკის საავტომობილო გვირაბში ინსპექტირების დროს ხარვეზები გამოვლინდა

21 ოქტომბერს დევდორაკის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება. ამ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.  ოფიციალურ ცნობებში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, სისტემის ინსპექტირების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად, 2022 წლის 21 ოქტომბერს 11:00სთ-დან 17:00სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.