თეგი: დეზინფორმაციული კამპანია

უკრაინა: ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეზინფორმაციულ კამპანიებს აწარმოებენ

ოკუპანტები ზაპოროჟეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ კამპანიებს ატარებენ. ამის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი იუწყება. მაგალითად, პროპაგანდისტებმა სიუჟეტში გამოიყენეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ძველი კადრები, სადაც ჰესის ხიდი კვლავ ფუნქციონირებს. ლუგანსკის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების საშუალო სკოლის მოსწავლეები საკუთარ დასკვნებს ინტერნეტიდან აკეთებენ და ხშირად საუბრობენ რეგიონის ოკუპაციის წინააღმდეგ. ამ ფაქტის გათვალისწინებით, დამპყრობლები მშობლებს ადანაშაულებენ იმაში, რომ არასწორად აღზარდეს ბავშვები, რომლებიც ძალიან „თავისუფლად მოაზროვნე“ ბავშვები არიან, ხოლო მასწავლებლებს ეუბნებიან, რომ ბავშვებს ისტორიის სწავლებისას რუსეთის ხედვა მოახვიონ თავს.  

საფრანგეთი რუსეთს საკვანძო საარჩევნო წელს დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს

საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებმა 12 თებერვალს რუსეთი, უკრაინის დასავლელი მხარდამჭერების წინააღმდეგ, ხანგრძლივი მანიპულაციური კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, გააძლიერა ძალისხმევა ინფორმაციის მანიპულირების და სიცრუის გავრცელების მიზნით, რითიც მიზანში იღებს კიევის დასავლელ მოკავშირეებს, მათ შორის პოლონეთს, გერმანიას და საფრანგეთს. საქმე ეხება პოსტებს სოციალურ მედიაში, მაგალითად პლატფორმაზე X, და ვებგვერდებზე, მათ შორის, Sputnik-ზე. საფრანგეთი რუსეთს დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი იგივე რჩება, აცხადებენ ოფიციალური პირები: გაამართლოს უკრაინაში მისი შეჭრა, დისკრედიტაცია მოახდინოს და შეამციროს უკრაინის სამხედრო წინააღმდეგობა და ძირი გამოუთხაროს მშვიდობიანი მოსახლეობის გამძლეობას ქალაქებსა ყოველდღიური თავდასხმების დროს.  ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია სცილდება უკრაინის ომს. ფრანგი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვან საარჩევნო წელს, რუსეთი მუშაობს ამომრჩევლებში დაბნეულობის შეტანასა და მათ დაშინებაზე; ზოგიერთი კანდიდატის დისკრედიტაციასა და სხვების მხარდაჭერაზე. ასევე, მეგა სპორტული ღონისძიებების ჩაშლაზე, როგორიცაა, პარიზის ოლიმპიადა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გერმანიაში. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.