თეგი: დენის შემიგალი
დენის შმიგალი: ენერგეტიკულ სექტორზე რუსეთის თავდასხმებმა, უკრაინას თითქმის $2 მილიარდის ზარალი მიაყენა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, უკრაინას 1,9 მილიარდი დოლარის ოდენობის ზიანი მიაყენა. მისივე თქმით, 70 ჯგუფი, რომელიც 1000-ზე მეტი სპეციალისტისგან შედგება, ქვეყნის ელექტრო ქსელების აღდგენაზე მუშაობს. უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული მასობრივი სარაკეტო დარტყმების სერიის შემდეგ, ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა დიდი თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა, იტყობინება უკრაინის სახელმწიფო ქსელის ოპერატორი Ukrenergo-ს ხელმძღვანელი ვოლოდიმირ კუდრიცკი. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს და აღიარებს, რომ ქვეყნის ენერგეტიკული ობიექტები მისი მთავარი სამიზნეა. ჟენევის კონვენციების თანახმად, სასიცოცხლო მნიშვნელობის საჯარო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, ომის დანაშაულია.