თეგი: დიგიტალიზაცია
გერმანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დიგიტალიზაციის პროექტს ახორციელებს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით, საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დიგიტალიზაციას აფინანსებს. გერმანიის საელჩოს ცნობით, პროცესში ჩართულია გერმანიის მთავრობის მრავალწლიანი პარტნიორი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა(GCCI). მისასალმებელი სიტყვით ღონისძიება გახსნეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა ლიდია კრისტმანმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაგდა ბოლოტაშვილმა და პროექტის „DT4SME“ დირექტორმა ბატონმა ნიკლას რუფერმა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში (თბილისის გარდა) მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული უნარების განვითარებას. პროექტის პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ სიღრმისეული ციფრული ბიზნეს-საჭიროებების დიაგნოსტიკა, აღნიშნული შედეგების საფუძველზე წამყვანი ექსპერტების მიერ შემუშავდება მათ საჭიროებებზე მორგებული უნიკალური ტრენინგ პროგრამა. ტრენინგების პარალელურად მონაწილეები ისარგებლებენ დარგის წამყვანი ექსპერტების მაღალკვალიფიციური ინდივიდუალური კონსულტაციებით. პროექტი შესაძლოა, მოიცავდეს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოება ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედია ხელოვნური ინტელექტი და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია მონაცემთა შეგროვება და ანალიზი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება პროგრამული უზრუნველყოფა (HR ადმინისტრირება;საბუღალტრო; საგადასახადო) მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა ელექტრონული კომერცია, ონლაინ გადახდები და სხვა