თეგი: დიდი ბრინატეთი
დევიდ ქემერონი: მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ცდილობს იგივეს გაკეთებას, რათა დახუროს ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე. „თქვენ გასულ კვირას განაცხადეთ, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირებულები და ახლა ვიმოქმედოთ. რა უნდა გააკეთოთ ახლა საქართველოსთან დაკავშირებით,“ - მიმართა ბრიტანელ დიპლომატს Sky News-ის ტელეწამყვანმა. „ჩვენ ძალიან ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. ძალიან ნათლად ვთქვით, რომ ეს აქტი არასწორია. რეალურად, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ცდილობს იგივეს გაკეთებას, რათა დახუროს ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, კამპანიები აქვთ იმ ნებისმიერი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის, ნებისმიერი ქველმოქმედების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ასეთი სახის ავტორიტარული რეჟიმების ხელმისაწვდომობა (Access)," - აცხადებს დევიდ ქემერონი. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებასაც გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.