თეგი: დიდი ბრიტანეთის საელჩო
ბრიტანეთის საელჩო: სავიზო სააპლიკაციო ცენტრი დღეს დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დაიკეტა
გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დაიკეტა. შესაბამის განცხადებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. საელჩოს განმარტებით, სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება. „ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით. გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო. ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან. სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება,“ - ნათქვამია განცხადებაში.