თეგი: დიდი ოცეულის შეხვედრა
ბალიზე, G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვთან ფოტოგადაღებაზე უარი თქვეს
G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინდონეზიაში, ბალიზე გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ტრადიციული ჯგუფური ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს. ამის შესახებ იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo წერს. „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს ლავროვი G20-ის მინისტერიალს, ვადაზე ადრე დატოვებს სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს შეხვედრის მონაწილეთა ტრადიციული ფოტოსესია ვერ შედგა. ცნობილი გახდა, რომ საერთო ფოტოს გადაღებაზე პირველად უარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა. ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეტნო მარსუდიმ მანამდე განაცხადა, რომ 7 ივლისს G7-ის ქვეყნების წარმომადგენლებმა ლავროვის ყოფნის გამო „გალა-ვახშამზე“ დასწრებაზე უარი თქვეს. მომხდარზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ლავროვმა „არ შეამჩნია ბოიკოტერების არსებობა“. 7 ივლისს ბალიზე G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიხსნა. ძირითადი დისკუსიები 8 ივლისს არის დაგეგმილი. სერგეი ლავროვი ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე საუდის არაბეთისა და მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან დაჯდა.