თეგი: დიეგო მარადონა
არგენტინის პროკურატურა, მკურნალ ექიმებს დიეგო მარადონას გაუფრთხილებლობით სიკვდილში ადანაშაულებს
არგენტინის პროკურატურამ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის დიეგო მარადონას 8 მკურნალი ექიმი, ფეხბურთელის გაუფრთხილებლობით სიკვდილში დაადანაშაულა. ამის შესახებ France24 წერს. დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლისა გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა, რამაც ფილტვების შეგუბება განაპირობა. არგენტინის პროკურატურა ექიმებს პროფესიულ გულგრილობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თავის ტვინზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის დროს, დიეგო მარადონა სახლში უყურადღებოდ დატოვეს. პროკურატურამ შესაბამისი განცხადებით სასამართლოს უკვე მიმართა. „დამნაშავეებმა პაციენტს სახლში უპრეცედენტოდ არაადეკვატური და დაუფიქრებელი მკურნალობა ჩაუტარეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. პროკურატურის მიერ ბრალდებულ 8 ექიმს შორისაა დიეგო მარადონას ოჯახის ექიმი, ნეიროქირურგი ლეოპოლდო ლუკე, ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვი და ფსიქოლოგი კარლოს დიასი, რომელთაც ფეხბურთელის მიმართ გულგრილობა და მისი გაუფრთხილებლობით სიკვდილი ჰბრალდებათ. თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში დიეგო მარადონამ ითამაშა „ნაპოლში“ „სევილიაში“, „ბარსელონაში“ დამდენიმე არგენტინულ კლუბსა და ქვეყნის ნაკრებში. მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში 1986 წელს, მან მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცნობილი გოლი გაიტანა, რომელსაც მოგვიანებით „ღმერთის ხელი“ უწოდეს.