თეგი: დიმიტრი მურატოვი

უკრაინელების დასახმარებლად ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მედალს ყიდის 

დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, „ნოვაია გაზეტა“-ს მთავარი რედაქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი უკრაინელების დასახმარებლად პრესტიჟულ მედალს ყიდის. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „ნოვაია გაზეტა“-მ და მე გადავწყვიტეთ ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადავცეთ უკრაინელი დევნილების დახმარების ფონდს - წერს დმიტრი მურატოვი და მსოფლიოში ცნობილი მედლის გასაყიდად გამოხმაურებას სთხოვს სააუქციონო სახლებს. „ნოვაია გაზეტა"-ს მთავარ რედაქტორს ნობელის მშვიდობის პრემია 2021 წელს გადაეცა გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის. „ნობელის პრემია“ ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდოა, რომლითაც შვედეთისა და ნორვეგიის ინსტიტუტები აჯილდოვებენ ადამიანებს კაცობრიობისათვის მნიშნელოვანი მიღწევებისათვის აკადემიურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში. 1895 წელს, შვედი ქიმიკოსის, ინჟინერისა და ინდუსტრიალისტის, ალფრედ ნობელის ანდერძმა, საფუძველი ჩაუყარა „ნობელის პრემიის“ დაარსებას. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.                                                 ასევე წაიკითხეთ  WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს    

ნობელის პრემიის რუსმა ლაურეატმა თავისი მედალი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად აუქციონზე $100 მილიონად გაყიდა

2021 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა დიმიტრი მურატოვმა თავისი მედალი აუქციონზე გაიტანა, მთელი შემოსავალი კი, უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისთვის შეაგროვა. მედლის ღირებულება $103.5 იყო. Heritage Auctions-მა Twitter-ზე დაწერა, რომ მურატოვმა 2021 წლის ნობელის პრემია აუქციონზე UNICEF-ის ბავშვთა ლტოლვილთა ფონდის სასარგებლოდ გაიტანა და 103 500 000 დოლარად გაიყიდა.  Heritage Auctions-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნობელის ინსტიტუტის დირექტორმა ოლავ ნიოლშტადმა აუქციონს მხარი დაუჭირა და მას „ჰუმანიტარულობის დიდსულოვანი აქტი“ უწოდა.  მურატოვი რუსული დამოუკიდებელი საინფორმაციო რესურსის, Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორია. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ორგანიზაციის ცნობით, მურატოვმა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაც გააკრიტიკა.