თეგი: დიმიტრი სანაკოევი

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი თანამდებობას ტოვებს

თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას მის კომენტაზე დაყრდნობით, რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.  „16 წელი საკმარისია ერთ ადგილზე ყოფნისთვის. მინდა ჩემ ცხოვრებას მივხედო. ბიზნესში მინდა და სხვა სამსახურში უნდა გადავიდე“, - ეუბნება სანაკოევი რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო. მისივე თქმით, არ იცის ვინ დაინიშნება მის ადგილას.  

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თამაზ ბესტაევი დაინიშნა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თამაზ ბესტაევი დაინიშნა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მას პირადად შეხვდა და ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა. თამაზ ბესტაევმა აღნიშნულ პოზიციაზე დიმიტრი სანაკოევი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ბესტაევი, ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მთავრობის მეთაურმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.