თეგი: დიპლომატიური ურთიერთობა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამაყარებლად
"სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამაყარებლად და საზღვრების გასახსნელად", - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თურქულ სამთავრობო მედიასთან თქვა. "სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყაროს და გახსნას საზღვრები. მოხარული ვიყავი, როდესაც თურქული მხარისგან გავიგე, რომ იგივე პოლიტიკური ნება მათაც გააჩნიათ... მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი სიტუაციის ფონზე, მჯერა, რომ არ უნდა დავაყოვნოთ სპეციფიკური ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის თქმით, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა სრულად უნდა აღდგეს
სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა კრემლის კონტროლირებად მედიას განუცხადა, რომ საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობებიც უნდა აღდგეს. ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებას და შესაძლებლობებს საქართველოში რუსების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას „უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციისა და რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სანქციების ომისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს ჩვენი კონტაქტების გაფართოებასა და შესაძლებლობებს, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში“, - განაცხადა გავრილოვმა. მიხეილ სარჯველაძე: თუ ლარსზე შეიძლება, მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება, თვითმფრინავმა იფრინოს მისი თქმით, ურთიერთობების აღდგენა ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაზრდას და ტურიზმის განვითარებას. უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რაოდენობა, მათ შორის, მეგობარი ქვეყნებიდან, რომლებიც განახორციელებენ გადაზიდვებს რუსეთსა და საქართველოს შორის. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება. მისი თქმით, საქართველოსთან კონტაქტები აქტიურად ვითარდება და 2022 წელს ქვეყნის მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გამო. კიევის შეფასებით, თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანა გააუქმებს საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს, როგორც კი „აუცილებელი წინაპირობები“ იქნება. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.