თეგი: დონალდ ტრაპმი
ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევა გააუქმა
ტრამპის განცხადებით, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისადმი გაგზავნილი მიწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შეუერთდეს უკან გაიწვია. Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტი კარნის მიმართავს, რომ საბჭო კანადისთვის გაგზავნილ მიწვევას აუქმებს. „მშვიდობის საბჭო“ უკან იწვევს თქვენთვის გამოგზავნილ მოწვევას ყველაზე პრესტიჟულ ლიდერთა საბჭოში კანადის გაწევრიანებასთან დაკავშირებით,“ - წერს ტრამპი. დავოსში ხელი მოეწერა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადა მხოლოდ აშშ-ის წყალობით ცხოვრობს. მისი თქმით, კანადა ამისთვის მადლობელი უნდა იყოს. ტრამპს უპასუხა მარკ კარნიმ და აღნიშნა, რომ კანადა არ ცხოვრობს შეერთებული შტატების წყალობით, კანადის ძალა მოდის მისი ხალხიდან და ინსტიტუტებიდან და არა რომელიმე ცალკეულ პარტნიორზე დამოკიდებულებიდან. უფრო ადრე, კანადამ განაცხადა, რომ „პრინციპში“ დათანხმდა საბჭოში გაწევრიანებას, მაგრამ დეტალები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.