თეგი: დრიშა

ისრაელის უშიშროების მინისტრმა პალესტინელების დროშის საჯაროდ გამოტანა აკრძალა

ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა პოლიციას უბრძანა, საზოგადოებრივ ადგილებში პალესტინის დროშების გამოტანა აკრძალოს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.  ბენ-გვირმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინელი პატიმარი, კარიმ იუნისი 40-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. მას ჩრდილოეთ ისრაელში, მშობლიურ სოფელ არაში, პალესტინის დროშების ფრიალით მიესალმნენ. „დღეს მივმართე ისრაელის პოლიციას, საჯაროდ აღასრულოს „პალესტინელთა გათავისუფლების ორგანიზაციის“ ნებისმიერი დროშის გამოჩენის აკრძალვა, რომელიც - ტერორისტულ ორგანიზაციასთან იდენტიფიკაციას აჩვენებს და აღკვეთოს ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ნებისმიერი წამქეზებლური ქმედება“, - დაწერა ბენ-გვირმა Twitter-ზე. როგორც The Guardoan-ი წერს, ისრაელი ოდესღაც პალესტინის დროშად მიიჩნია მებრძოლი დაჯგუფების დროშა. მას შემდეგ, რაც ისრაელმა და პალესტინელებმა მოაწერეს ხელი შუალედური სამშვიდობო შეთანხმებების სერიას, რომელიც ცნობილია როგორც ოსლოს შეთანხმება, დროშა პალესტინის ხელისუფლების დროშად აღიარეს, რომელიც ღაზისა და დასავლეთ სანაპიროს ნაწილების ადმინისტრირებისთვის შეიქმნა.